პნევმატური პისტოლეტით სროლაში პრიზიორები გამოვლინდნენ | მინსკი 2019
პნევმატური პისტოლეტით სროლაში პრიზიორები გამოვლინდნენ | მინსკი 2019

10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში მინსკის ევროპულ თამაშებზე მედლები გათამაშდა. ფინალში საუკეთესო შედეგი რუსმა არტიომ ჩერნოუსოვმა აჩვენა. მან 241.4 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის რეკორდიც დაამყარა. ჩერნოუსოვისთვის ეს მეორე ოქროა ამ თამაშებზე. პირველი მან შერეულ წყვილებში მოიგო.

ვერცხლის მედლის მფლობელი უკრაინელი ოლეგ ომელჩუკი გახდა. მის ანგარიშზე 239.6 ქულაა. ბოლო საპრიზო პოზიციაზე ლატვიელი ლაურის სტრაუტმანისი 219.3 ქულით გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე მაჭავარიანი ამ დისციპლინაში ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველმა სპორტსმენმა 571 ქულა (96, 94, 94, 97, 95, 95) დააგროვა და 36 მონაწილეს შორის 21-ე ადგილი დაიკავა.