პლეი ოფში „სამგურალი“ და „გაგრა“ ითამაშებენ - „მერანი“ და „ვიტ ჯორჯია“ ადგილის შენარჩუნებას შეეცდებიან
პლეი ოფში „სამგურალი“ და „გაგრა“ ითამაშებენ - „მერანი“ და „ვიტ ჯორჯია“ ადგილის შენარჩუნებას შეეცდებიან
ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა, ყველაფერი გაირკვა და გადაწყდა – ეროვნულ ლიგაში ვინ დაწინაურდება და ვის ექნება ამის შანსი, ასევე ვინ დაქვეითდება და ლიგაში ადგილის შესანარჩუნელად იბრძოლებს.
გაგრა – შუქურა (2:0)
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „გაგრასა“ და „შუქურას“ მატჩი, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 22-ე წუთზე გიორგი ვეკუამ ანგარიში გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე მიხეილ ერგემლიძემ მეტოქის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სამგურალი – მერანი მრ (1:1)
„გაგრას“ კონკურენტმა წყალტუბოს „სამგურალმა“ კი შინ მარტვილის „მერანი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე 2:1 დაამარცხა. ანგარიში ლევან წოწონავამ 47-ე წუთზე გახსნა, 57-ე წუთზე წყალტუბოელთა თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ წონასწორობა პენალტით აღადგინა, ხოლო „სამგურალს“ სამი ქულა და პლეიოფში თამაშის უფლება 90+2-ე მეორე პენალტით დავით რაჟამაშვილმა მოუტანა – 2:1.
რუსთავი – შევარდენი 1906 (0:0)
პლეი ოფში მონაწილეობისთვის „რუსთავიც“ იბრძოდა, რომელმაც სახლში „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და 0:1 წააგო. 85-ე წუთზე მასპინძლებს მცველი გიგა სამხარაძე მეორე ყვითელი ბარათის გამო გაუძევეს, სამ წუთში კი „შევარდენის“ განელმა თავადმსხმელმა, რაფიქ ამინუმ გაიტანა და რუსთაველებს პლეი ოფში გასვლის შანსი მოუსპო – 0:1 „რუსთავის“ სასარგებლოდ.
ვიტ ჯორჯია – დინამო ზგ (1:1)
„ვიტ ჯორჯია“ და ზუგდიდის „დინამო“ ბოლო ტურში არკვევდნენ, ლიგაში პირდაპირი გზით ადგილს რომელი შეინარჩუნებდა. „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“ ზუგდიდელებს უმასპინძლა და მე-5 წუთზე დიდი უპირატესობა მოიპოვა – არბიტრმა სტუმართა მცველი ლუქმან გილმორი გააძევა. ამის მიუხედავად, 54-ე წუთზე ანგარიში ზუგდიდელებმა გიორგი ჭანუყვაძის გოლით გახსნეს. ერთ წუთში ანგარიში „ვიტ ჯორჯიას“ თავდამსხმელმა, ზურაბ მუსელიანმა გაათანაბრა, მაგრამ 90-ე წუთზე დათა სიჭინავამ ზუგდიდის „დინამოს“ გამარჯვება მოუტანა და ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
სიონი – არაგვი 5:0
ბოლნისის „სიონმა“ კი დუშეთის „არაგვი“ 6:0 დაამარცხა – გოლები გაიტანეს ვილი ისიანმა (8, 82), თამაზ ბაბუნაძემ (11), ვასილ გოგოლიძემ (16), ზვიად სიხარულიამ (42) და გიორგი უგრეხელიძე (90).
ამრიგად, ეროვნული ლიგის საგზური ქობულეთის „შუქურამ“ მოიპოვა, მთავარ ლიგაში დასაწინაურებლად პლეი ოფში ითამაშებენ „სამგურალი“ და „გაგრა“. რაც შეეეხება დაქვეითებულებს – დუშეთის „არაგვმა“ დარჩენის შანსი რამდენიმე ტურით ადრე დაკარგა, ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში კი მარტვილის „მერანი“ და „ვიტ ჯორჯია“ ითამაშებენ.
საბოლოო ცხრილი
1. შუქურა 31
2. სამგურალი 30
3. გაგრა 29
4. რუსთავი 26
5. დინამო ზგ 25
6. შევარდენი 25
7. სიონი 24
8. მერანი 24
9. ვიტ ჯორჯია 21
10. არაგვი 8