პლეი-აუტი - „სამტრედია“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუზავდა 

„ვიტ ჯორჯიამ“ პლეი-ოფის პირველ შეხვედრა, გასვლაზე „სამტრედიასთან“ ფრედ დააასრულა და განმეორებით შეხვედრამდე გაურკვევლობა შეინარჩუნა.

ქუთაისში გამართულ თამაშში ანგარიში გიორგი ფანცულაიამ 22-ე წუთზე გახსნა. „ვიტ ჯორჯიამ“ წონასწორობა 58-ე წუთზე ნიკა მაისურაძის გოლით აღადგინა, ხოლო 69-ე წუთზე გიორგი გეთიაშვილმა სტუმრები 1:2 დააწინაურა. „სამტრედიამ“ ბოლო ძალებით შეუტია და ანგარიში მაინც გაათანაბრა – ბურთი კარში ფანცულაიამ გადაგზავნა, დუბლი შეასრულა და „სამტრედიას“ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი დაუტოვა.

პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები (ვიტ-ჯორჯია – სამტრედია, სიონი-გაგრა) 15 დეკემბერს გაიმართება.