„პიუ რისერჩ ცენტრის“ გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ საფრთხედ კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს
მსოფლიოს 26 ქვეყანაში გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლსობა მთავარ გლობალურ საფრთხედ კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „პიუ რისერჩ ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საერთაშორისო საფრთხეების სიაში მეორე ადგილი ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა
აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილე რვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, საფრანგეთში, ინდონეზიასა და ნიგერიაში რესპოდენტებმა მთავარ საფრთხედ „ისლმური სახელმწიფო“ დაასახელეს.
გლობალურ საფრთხეებს შორის დასახელებულია ასევე „რუსეთის გავლენა და ზემოქმედება“ ასევე კიბერთავდასხმები. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (65%) რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.
კვლევითმა ცენტრმა გამოკითხვა 2018 წლის მაისი-ივნისის პერიოდში სატელეფონო და პირადი ინტერვიუს საშუალებით ჩაატარა. კვლევაში 26 ქვეყნიდან 1500 ადამიანი მონაწილეობდა.