პიტერ სტანო - ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური დიალოგი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში, გამოიჩინოს თავშეკავება და იმოქმედოს პასუხისმგებლიანად
პიტერ სტანო - ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური დიალოგი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში, გამოიჩინოს თავშეკავება და იმოქმედოს პასუხისმგებლიანად

ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში პოლარიზაციისა და ესკალაციის გაგრძელები გამო, რაც ბატონ მელიას წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, – ამის შესახებ ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დიალოგია.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში პოლარიზაციის, ესკალაციის გაგრძელებისა და ბატონ მელიას წინააღდმეგ სასამართლოს მიერ მიიღებული გადაწყვეტილების გამო. ერთადერთი გამოსავალი ახლა არის პოლიტიკური დიალოგი. ეს საქართველოსა და მისი მოქალქეების საუკეთესო ინტერესებშია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში, გამოიჩინოს თავშეკავება და იმოქმედოს პასუხისმგებლიანად, რათა არსებული პოლიტიკური კრიზისი გაიდაიჭრას. ასევე, მნიშვნელოვანია და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დღეს შექმნილი დაძაბულობა აწყობთ მხოლოდ მათ, ვისაც სურს საქართველოს დესტაბილიზაცია და ამას შეუძლია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, არა მხოლოდ კორონავირუსის შედეგების გადასაჭრელად, არამედ შემდგომი რეფორმებისთვის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრამვებისთვის“, – განაცხადა პიტერ სტანომ.