პიტერ სიიარტომ ანდრეი სიბიგას მიმართა – შეგახსენებთ, თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ, თქვენი ომი რუსეთთან ჩვენი ომი არ არის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინა უნგრეთთან მიმართებით უფრო მოკრძალებული უნდა იყოს.
აღნიშნულის შესახებ სიიარტომ სოციალურ ქსელში უკრაინელი კოლეგის, ანდრეი სიბიგას საპასუხოდ დაწერა. კერძოდ, სიაარტო გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას, სადაც სიბიგა აღნიშნავს: „რუსეთის ყველაზე ღირებული გაყინული აქტივი ევროპაში“.
„ძვირფასო მინისტრო, შემიძლია, შეგახსენოთ, თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის. ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ. არაერთხელ გითხარით და შემიძლია, გავიმეორო: თქვენი ომი რუსეთთან ჩვენი ომი არ არის და ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ“, – წერს სიიარტო.
Dear Minister, may I remind you that 58% of your gas imports and 44% of your electricity imports are coming from Hungary. You should be a bit more modest. I told you many times, so may I repeat: your war with Russia is not our war, and we are not ready to put the security of the… https://t.co/LW2Sjz4l0K
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) December 19, 2025