პიტერ სიიარტო - უნგრეთი ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის და მხარდაჭერას უწევს მაშინ, როცა ბრიუსელი, ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც სახიფათო მიდგომაა
პიტერ სიიარტო - უნგრეთი ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის და მხარდაჭერას უწევს მაშინ, როცა ბრიუსელი, ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც სახიფათო მიდგომაა

უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერ მხარდაჭერას უწევს მაშინ, როცა ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მისივე თქმით, „არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, ბრიუსელი ხმამაღლა იყვირებდა საქართველოში დემოკრატიის შესახებ, იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის იგნორირება“.

„ამას აკეთებენ სრულიად არადემოკრატიულ სტილში. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და, მოდი, ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს, რომელიც იქნება უარყოფილი. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა ბრიუსელისგან“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.