პიტერ სიიარტო - უნგრეთი აშშ-თან ბირთვული საწვავის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
უნგრეთი აშშ-თან ბირთვული საწვავის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს, რათა დივერსიფიცირდეს მიწოდების წყაროები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, ქვეყანას მეტი ბირთვული საწვავი სჭირდება მზარდი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რადგან აფართოებს თავის ბირთვულ ელექტროსადგურს. ამასთან, სიიარტოს თქმით, უნგრეთი განაგრძობს ბირთვული საწვავის შესყიდვას რუსეთისგანაც.
„რუსეთთან არსებული მომწოდებლების ურთიერთობების პარალელურად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს აშშ-ისგან ბირთვული საწვავის შესყიდვაზეც, რათა შევძლოთ ჩვენი გაზრდილი ბირთვული სიმძლავრის უსაფრთხოდ მომსახურება“, – განაცხადა სიიარტომ.
აღნიშნული საკითხის განსახილველად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ენერგეტიკის დეპარტამენტისა და აშშ-ის ბირთვული აღჭურვილობის მიმწოდებელი კომპანიის, Westinghouse-ის წარმომადგენლებს შეხვდა.