პიტერ სიიარტო – ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა, ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, შემდეგი უკრაინა უნდა იყოს
დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა, ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, შემდეგი უკრაინა უნდა იყოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიიარტო წერს, ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას.
„დონალდ ტრამპის უახლესი სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა: ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, რამაც შეაჩერა შემდგომი სისხლისღვრა და ბირთვული ესკალაცია. ვიმედოვნებთ, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნებული იქნება. შემდეგი უკრაინა უნდა იყოს. ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას“, – წერს სიიარტო.
.@realDonaldTrump’s latest peace effort has succeeded: the Iran–Israel war has been halted, preventing further bloodshed & nuclear escalation. We hope the ceasefire holds. Ukraine must be next. The NATO summit is the right moment for EU leaders to support Trump’s push for peace.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) June 24, 2025