პიტერ სიიარტო – ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც აქვს ძალა, დააბრუნოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევაზე, აშშ-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ საკითხებზე ილაპარაკა.
„ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც აქვს ძალა, დააბრუნოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში და, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს მის მისიას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დამარწმუნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ დანებდება, რაც რეალურ იმედს იძლევა, რომ ეს დამანგრეველი ომი საბოლოოდ დასრულდება“, – წერს სიიარტო.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუბიოსთან სატელეფონო საუბრის დროს აშშ-უნგრეთის ურთიერთობები განიხილეს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ახალ ფაზაში შევიდა“, – წერს სიიარტო.
Just had a long call with @SecRubio, where I thanked him for the peace efforts of @realDonaldTrump and the US government.
Trump is the only leader with the strength to bring peace back to Central Europe, and unlike some European politicians, Hungary stands firmly behind his… pic.twitter.com/PrjiaBDiCk
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) September 11, 2025