პიტერ სიიარტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე - შიდა საკითხებს გადასაწყვეტად თავად საქართველოს ვუტოვებთ
პიტერ სიიარტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე - შიდა საკითხებს გადასაწყვეტად თავად საქართველოს ვუტოვებთ

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის საკითხზე ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთი არასდროს მიიჩნევს საშინაო დავალებად, გაასაჯაროოს სხვადასხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკური სიტუაცია.

„საკმარისად არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც უყვართ ლექციების კითხვა სხვა ქვეყნებისთვის. რაც ჩვენ შეგვიძლია გისურვოთ, არის წარმატება, როდესაც საქმე ქვეყნის სტაბილურობასა და პროგრესს ეხება. თუ რაიმეთი შეგვეძლება დახმარება, თავად იცით, სად გვიპოვოთ. რაც შეეხება შიდა საკითხებს, ჩვენ მათ გადასაწყვეტად თავად საქართველოს ვუტოვებთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.