პიტერ სიიარტო - საქართველომ და უნგრეთმა შეძლეს, გაეძლოთ გარე ზეწოლისთვის, რადგან მათ ჰყავთ ძლიერი ლიდერები, ვერც საქართველო და ვერც უნგრეთი ვერ გატეხეს ყოველდღიური ზეწოლის ფონზე
პიტერ სიიარტო - საქართველომ და უნგრეთმა შეძლეს, გაეძლოთ გარე ზეწოლისთვის, რადგან მათ ჰყავთ ძლიერი ლიდერები, ვერც საქართველო და ვერც უნგრეთი ვერ გატეხეს ყოველდღიური ზეწოლის ფონზე

უნგრეთი და საქართველო არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ დაუშვეს, ჩარეული ყოფილიყვნენ ომში და რომლებიც არ უშვებენ, გარე ძალები ჩაერიონ მათ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ უშვებენ, რომ იყვნენ სულელი აქტორები გარეშე ძალის წინაშე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიიარტოს თქმით, საქართველომ და უნგრეთმა შეძლეს, გაეძლოთ გარე ზეწოლისთვის, რადგან მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი ლიდერები.

„მადლობას გიხდით ბუდაპეშტში ვიზიტისთვის. ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ვმასპინძლობთ ჩვენს ქართველ მეგობრებს. ასე რომ, მადლობას გიხდით, მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა ბუდაპეშტში. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დროა, ეს დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, დავიცვათ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმ სახელმწიფოების, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სუვერენიტეტს, რომლებიც არ დაუშვებენ საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. უნგრეთი და საქართველო არიან ამის მკაფიო მაგალითი. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ დაუშვეს, რომ ჩარეული ყოფილიყვნენ ომში და რომლებიც ასევე არ უშვებენ, რომ გარეშე ძალები ჩაერიონ მათ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ უშვებენ, რომ იყვნენ სულელი აქტორები გარეშე ძალის წინაშე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არასდროს დასრულდება.

ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ყოველდღიურად ჩვენი სუვერენიტეტისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ამის მიზეზი გახლავთ, რომ ბრიუსელი სხვა მიმართულებით მიდის. იქამდე, ვიდრე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება, ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობის გაწევა წინააღმდეგობის და პროვოკაციების მიმართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ უკრაინის ომში ჩარევა. საქართველომ და უნგრეთმა შეძლეს, გაეძლოთ გარეშე ზეწოლისთვის, რადგან მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი ლიდერები, ვერც საქართველო და ვერც უნგრეთი ვერ გატეხეს ყოველდღიური ზეწოლის ფონზე. ჩვენ არ მივცემთ სხვებს უფლებას, რომ დაგვამარცხონ. ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ უნგრეთი და საქართველო ის ქვეყნები გახლავან, რომლებიც არიან პიონერები გლობალური პატრიოტული რევოლუციისა. ეს არის ორი სახელმწიფო, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩენენ, რა წარმატებები მოაქვს პატრიოტულ რევოლუციას“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

სიიარტოს განმარტებით, ბრიუსელის მიერ ხდება არჩევნებში ჩარევა.

„საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, არჩეული მთავრობით. უნგრელები ყოველთვის დადგებიან საქართველოს გვერდით. ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ ყველა სახის სანქციას საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სავიზო შეზღუდვების დაწესებას და არასოდეს ვეთანხმებოდით, რომ საქართველომ უნდა დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი, რათა შეუერთდეს ევროკავშირს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.