პიტერ სიიარტო – პატრიოტების კიდევ ერთი გამარჯვება, ვულოცავ კაროლ ნავროცკის, პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან

11:55, 02.06.2025

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს, პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან.

„პატრიოტების კიდევ ერთი გამარჯვება! ვულოცავ კაროლ ნავროცკის! პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან“, – წერს სიიარტო.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.

მსგავსი