პიტერ სიიარტო – მშვიდობის სამიტის გამართვამდე მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბებისა და იმ განცხადებების ტალღისთვის, რომელთა მტკიცებითაც, ის არ შედგება
ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტის გამოცხადებისთანავე ნათელი იყო, რომ შეხვედრის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებდნენ, – ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ავრცელებს.
მისი თქმით, „ომის მომხრე პოლიტიკური ელიტა და მათი მედია“ ყოველთვის ასე იქცევიან მოვლენების წინ, რომლებიც შესაძლოა, ომსა და მშვიდობას შორის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
„თითქმის ყველა ევროპული საბჭოს სხდომის წინ, სანქციებთან ან ევროპულ სამშვიდობო მექანიზმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებამდე იგივე ხდება. ამჯერადაც ასე იქნება. სამიტი ვიდრე რეალურად გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბებისა და იმ განცხადებების ტალღისთვის, რომელთა მტკიცებითაც, ის არ შედგება“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ზე.
From the moment the Peace Summit in Budapest was announced, it was obvious that many would do everything possible to stop it from happening.
The pro-war political elite and their media always behave this way before events that could prove decisive between war and peace.
It’s…
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) October 21, 2025