პიტერ სიიარტო - მმართველმა პარტიამ არჩევნებში 54%-ით გაიმარჯვა, ქართველებმა მკაფიოდ გამოხატეს სურვილი ოჯახის ღირებულების მომხრე მთავრობისადმი, როგორც ყოველთვის, მეინსტრიმი შოკში ჩავარდა
პიტერ სიიარტო - მმართველმა პარტიამ არჩევნებში 54%-ით გაიმარჯვა, ქართველებმა მკაფიოდ გამოხატეს სურვილი ოჯახის ღირებულების მომხრე მთავრობისადმი, როგორც ყოველთვის, მეინსტრიმი შოკში ჩავარდა

ქართველებმა საკუთარი სურვილი მკაფიოდ გამოხატეს პატრიოტი კონსერვატორების სასარგებლოდ, მეინსტრიმი შოკში ჩავარდა. ეს მეინსტრიმი, როგორც წესი, ასე მოქმედებს, თუ პატრიოტი კონსერვატორები იგებენ არჩევნებს, ისინი მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სისტემის დემოკრატიულობას, მაგრამ თუ ლიბერალური პარტია იგებს, მაშინ აღნიშნავენ დემოკრატიის ფანტასტიკურ მმართველობას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც.

ამასთან, სიიარტოს თქმით, საქართველო და უნგრეთი წარმოადგენენ ქვეყნებს, რომელთაც მუდმივად უწევთ ბრძოლა სუვერენიტეტის დასაცავად.

„კითხვას თუ დავსვამთ, რატომ არის ევროკავშირი კონკურენტუნარიანობის, გლობალური პოლიტიკური გავლენის ან შიდა ერთიანობის კუთხით უკან, მაშინ პასუხს მიიღებთ, თუ შეხედავთ იმას, თუ რას უკეთებს ბრიუსელი საქართველოს. ამის შემხედვარე თქვენ მიხვდებით, რატომ გახდა ევროკავშირი ასე სუსტი ბოლო წლებში. აქვე, ნება მიბოძეთ, მივულოცო ქალბატონ მინისტრს ამ მანდატის მიღება. ნამდვილად პრივილეგიაა, რომ მისი პირველი ვიზიტი შედგა ბუდაპეშტში. ის უნგრეთს სტუმრობს რთულ სიტუაციაში, რადგან ჩვენ ვართ საშიშროებებით აღსავსე პერიოდში, სახეზეა უსაფრთხოების გამოწვევები. საქართველო და უნგრეთი გახლავთ ორი ქვეყანა, რომლებსაც მუდმივად უწევთ ბრძოლა სუვერენიტეტის დასაცავად. უნგრეთსაც და საქართველოსაც ჰყავთ მკაფიოდ პატრიოტული მთავრობები. ამ პატრიოტული მთავრობების წინააღმდეგ გამოდის ლიბერალური მეინსტრიმი, უდგას სათავეში ამას თავისი იდეოლოგიით და პოლიტიკით. ეს წარმოადგენს სიახლეს საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა ჩვენ უნგრეთში ამას უკვე შევეჩვიეთ. ჩვენთან ეს პრაქტიკა, 15 წელია, გრძელდება. მინდა, მოგილოცოთ, რომ საქართველო მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში 54 პროცენტით, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მათ ენდო და მისცა მანდატი სამუშაოს გასაგრძელებლად. ქართველებმა საკუთარი სურვილი მკაფიოდ გამოხატეს პატრიოტი კონსერვატორების სასარგებლოდ, ოჯახის ღირებულების მომხრე მთავრობისადმი და როგორც ყოველთვის, მეინსტრიმი შოკში ჩავარდა. ეს მეინსტრიმი მოქმედებს, როგორც წესი, ასე. თუ პატრიოტი კონსერვატორები იგებენ არჩევნებს, ისინი მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სისტემის დემოკრატიულობას, მაგრამ თუ ლიბერალური პარტია იგებს, მაშინ ისინი აღნიშნავენ დემოკრატიის ფანტასტიკურ მმართველობას. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც“, – განაცხადა სიიარტომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება.