პიტერ სიიარტო - ინდოეთში რუსული ნავთობის წილი ერთ პროცენტზე ნაკლები იყო ომამდე, ახლა თითქმის 40%-ია, ომამდე ევროპა არ ყიდულობდა ინდოეთიდან ნავთობს, ახლა „ინდური ნავთობის“ პირველი შემსყიდველია
პიტერ სიიარტო - ინდოეთში რუსული ნავთობის წილი ერთ პროცენტზე ნაკლები იყო ომამდე, ახლა თითქმის 40%-ია, ომამდე ევროპა არ ყიდულობდა ინდოეთიდან ნავთობს, ახლა „ინდური ნავთობის“ პირველი შემსყიდველია

ინდოეთში რუსული ნავთობის წილი ერთ პროცენტზე ნაკლები იყო ომამდე. ახლა ის თითქმის 40%-ია. ომამდე ევროპა არ ყიდულობდა ინდოეთიდან ნავთობს. ახლა ევროპა „ინდური ნავთობის“ პირველი შემსყიდველია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიაარტომ მოიყვანა სამი მაგალითი იმის შესახებ, რატომ მიაჩნია, რომ მთელ ევროკავშირს და ჩრდილოატლანტიკურ საზოგადოებას „თვალთმაქცური მიდგომა“ აქვს რუსეთთან ურთიერთობაში.

„პირადად მე, როგორც უნგრეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე პასუხისმგებელი – ჩვენ ვართ იმავე საფეხურზე, სადაც გაერთიანებული სამეფო, მაგრამ არა იმ ნაწილში, რომ ჩვენ რუსებთან ერთად ვმუშაობთ ამაზე.

2014 წელს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება რუსულ კომპანია „როსატომთან“, რომელიც არის ატომური ენერგიის კორპორაცია, რათა ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური. ახლა ჩვენ ვაშენებთ ელექტროსადგურს, ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს. რუსები ხომ? ხვალ რომ მიგიყვანოთ ადგილზე, იქ დიდი სამუშაოები მიმდინარეობს და თქვენ ნახავთ ამერიკელ, გერმანელ, ფრანგ ქვეკონტრაქტორებს, რომლებიც იქ მუშაობენ და ამაში მათ ფულს რუსები უხდიან. ეს არის ჩემი პირველი მაგალითი;

შემდეგი – ჩვენ ვიყავით მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რომ არ გვემუშავა რუსებთან ერთად ატომურ ენერგიაზე, არ გვეყიდა ბირთვული საწვავი რუსებისგან. ამ საწვავს რუსებისგან თუ არ ვიყიდით, მოგვიწევს, დავხუროთ ჩვენი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ამჟამად ჩვენი ელექტროენერგიის მოთხოვნის 33%-ს მოიცავს. კარგი, შევწყვიტეთ ყიდვა. ვინ იყო წინა წელს ურანის პირველი მომწოდებელი გაერთიანებული სამეფოსთვის? რუსეთი. წინა წელს გაერთიანებულმა სამეფომ ერთ მილიარდზე მეტი დახარჯა რუსულ ურანზე. რუსეთი იყო ურანის ნომერ პირველი მიმწოდებელი გაერთიანებული სამეფოსთვის შარშან და ისინი ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას, რომ არ ვიყიდოთ საწვავი რუსეთისგან;

მესამე მაგალითი – ნავთობი. დასავლეთ ევროპელები ძალიან ამაყობენ საკუთარი თავით: ჩვენ გავთავისუფლდით რუსული ნავთობისგან, თქვენ, ცენტრალურმა ევროპელებმა ეს ვერ გააკეთეთო. რამდენად უკეთესები ვართ თქვენზე, ჩვენ გავთავისუფლდით რუსული ნავთობისგანო. ინდოეთში რუსული ნავთობის წილი ერთ პროცენტზე ნაკლები იყო ომამდე. ახლა ის თითქმის 40%-ია. ომამდე ევროპა არ ყიდულობდა ინდოეთიდან ნავთობს. ახლა ევროპა „ინდური ნავთობის“ პირველი შემსყიდველია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.