პიტერ სიიარტო – ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-რუსეთის დიალოგს, გვჯერა, რომ ის მშვიდობამდე მიგვიყვანს, თუ ეს მოხდება, ეკონომიკური სანქციების ეპოქა საბოლოოდ დასრულდება
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-რუსეთის დიალოგს და გვჯერა, რომ ის მშვიდობამდე მიგვიყვანს, ეკონომიკური სანქციების ეპოქა საბოლოოდ დასრულდება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, ახალი გლობალური ეკონომიკური გარემო უზარმაზარ შესაძლებლობებს მოიტანს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ვუთხარი, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-რუსეთის დიალოგს და გვჯერა, რომ ის მშვიდობამდე მიგვიყვანს. ეს თუ მოხდება, ეკონომიკური სანქციების ეპოქა საბოლოოდ დასრულდება. ახალი გლობალური ეკონომიკური გარემო უზარმაზარ შესაძლებლობებს მოიტანს და უნგრეთს საუკეთესო საწყისი პოზიცია სურს“, – წერს სიიარტო.
I told FM Sergei Lavrov that we fully support the US-Russia dialogue and trust it can lead to peace. If that happens, the sanctions-driven economic era will finally end. The new global economic environment will bring huge opportunities & Hungary wants the best starting position. pic.twitter.com/uKvIcKlG3l
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) December 9, 2025