პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ბუდაპეშტი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა
ვაშინგტონმა ბუდაპეშტი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება.
პიტერ სიიარტოს თქმით, ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შეთანხმების თანახმად მოხდა.
„პრემიერ-მინისტრმა ცალსახად აღნიშნა, ის აშშ-ის პრეზიდენტს სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებაზე შეუთანხმდა“, – განაცხადა სიიარტომ.
სიიარტოს განცხადებას არ ადასტურებენ თეთრ სახლში. ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „როიტერისთვის“ გაგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უნგრეთისთვის დაშვებული გამონაკლისი მხოლოდ ერთი წლის ვადით შემოიფარგლება.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, უნგრეთმა აიღო ვალდებულება, ვაშინგტონისგან დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინოს.