პიტერ ფიშერი - მიუღებელია, კრიმინალების ბანდები თავს დაესხნენ, დააზიანონ მედია და სხვები, საით მიდიხარ, საქართველო?
მიუღებელია, კრიმინალების ბანდები თავს დაესხნენ და დააზიანონ მედია და სხვები, საით მიდიხარ, საქართველო? – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირის რვა წევრი ქვეყნის ელჩმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული საავადმყოფოში მოინახულეს, რათა გამოჯანმრთელება უსურვონ და სოლიდარობა გამოუცხადონ. მიუღებელია კრიმინალების ბანდები თავს დაესხნენ და დააზიანონ მედია და სხვები. მათ გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იდგა და არ ჩაერია. საით მიდიხარ, საქართველო?“,- წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.