პიტ ჰეგსეტი - ტრამპის პრეზიდენტობისას ვისწავლეთ ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის გამოყენება, მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც ხმამაღლა საუბრობ
მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც გაქვს რეალური და ძლიერი შესაძლებლობები, რომლებიც პატივისცემას იწვევენ მოწინააღმდეგეში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როცა ძლიერი ხარ.
„ტრამპის პრეზიდენტობის დროს თუკი რაიმე ვისწავლეთ, ეს არის ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენება. მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც ხმამაღლა საუბრობ. მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც გაქვს რეალური და ძლიერი შესაძლებლობები, რომლებიც პატივისცემას იწვევენ მოწინააღმდეგეში“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
ამასთან, ჰეგსეტის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის აშშ-ისგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ.
„ჩვენი მოლოდინები დღეს მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა გააკეთებს დამატებით შენატანებს, შეიძენს კიდევ უფრო მეტს, რათა უზრუნველყოს უკრაინა ყველაფრით, რაც საჭიროა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულებისთვის“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
თავდაცვის მდივნის თქმით, PURL არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები ყიდულობენ ამერიკულ შეიარაღებას, გადასცემენ მას ნატო-ს, ნატო კი უკრაინას გადასცემს, რათა მოიტანოს მშვიდობა ამ კონფლიქტში.