პიტ ჰეგსეტი - შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბიუჯეტს შეამცირებს
პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბიუჯეტის შემცირებას.
აღნიშნული განცხადება პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში მოსმენისას გააკეთა.
კონგრესმენ ჯოზეფ მორელის შეკითხვაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების შესახებ, პიტ ჰეგსეტმა უპასუხა, რომ „ბიუჯეტი შემცირდება“.
„როგორც იცით, ამ ადმინისტრაციას სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ მშვიდობიანი მოგვარება ორივე მხარის ინტერესებშია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, განსაკუთრებით მსოფლიოში არსებული ყველა დაპირისპირების გათვალისწინებით. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან არის დაინტერესებული მშვიდობისკენ მიმავალი გზით, რომელიც შეაჩერებს მკვლელობებსა და სისხლისღვრას“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.