პიტ ჰეგსეტი – სანქციებისა და ვენესუელური ნავთობის უკანონო იმპორტის ბლოკადა სრული ძალით მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობის უკანონო ბლოკადა სრული ძალით მოქმედებს.
„სანქციებისა და ვენესუელური ნავთობის უკანონო იმპორტის ბლოკადა სრული ძალით მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-მა ვენესუელასთან და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი დააკავა. ოპერაციას, აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ამჟამად გემზე აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან. აშშ-ის მიერ ნავთობტანკერ „მარინერას“ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად მოქმედებდა.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გემი, რომელიც თავდაპირველად „ბელა 1“-ის სახელით იყო ცნობილი, რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს, პატივი სცენ მისი ნავიგაციის თავისუფლების უფლებას.
‼️‼️🇺🇸🇷🇺 #BREAKING Despite Russia deploying a submarine to protect the tanker Bella 1 in the Atlantic Ocean, U.S. airborne forces began helicopter landings on the tanker minutes ago. An operation is currently underway to seize the tanker belonging to Russia’s shadow fleet.
See… pic.twitter.com/RllpYGVPXU
— Visioner (@visionergeo) January 7, 2026