პიტ ჰეგსეტი – რუსეთის საჰაერო თავდაცვას უნდა დაეცვა კარაკასი, კუბის გვარდიას უნდა დაეცვა მადურო, მაგრამ ვერ შეძლეს, ვხედავთ, როგორ გააძევეს კუბელები და რუსები ვენესუელიდან
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, კარაკასის დასაცავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.
„სწორედ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უნდა დაეცვა კარაკასი, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. კუბის გვარდიას უნდა დაეცვა მადურო, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ გააძევეს კუბელები და რუსები ვენესუელიდან“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი კუბასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
„ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის სამხედრო ვარიანტებიც. კუბამ გონივრულად უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტ ტრამპის მზაობა, დაიცვას ამერიკის სტრატეგიული ინტერესები, ხოლო მათი თავდაჯერებულობა შეერთებულ შტატებთან შედარებით არაფერს ნიშნავს“, – განმარტავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.