პიტ ჰეგსეტი - ოპერაცია ირანში არ არის რეჟიმის ცვლილებისთვის ომი, თუმცა რეჟიმი უდავოდ შეიცვალა და მსოფლიო ახლა უკეთესია
ოპერაცია ირანში არ არის რეჟიმის ცვლილებისთვის ომი, თუმცა რეჟიმი უდავოდ შეიცვალა და მსოფლიო ახლა უკეთესია, – ამის შესახებ აშშ-ს ომის მდივანმა პენტაგონში ბრიფინგისას განაცხადა.
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანელები ცდილობდნენ დროის მოგებას, რათა გადაეტვირთათ სარაკეტო მარაგები და განეახლებინათ ბირთვული ამბიციები.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანში მიმდინარე ოპერაცია არის ყველაზე ლეტალური, კომპლექსური და ზუსტი ოპერაცია ისტორიაში.
„ირანს კონვენციური იარაღი ჰქონდა ჩვენს თავთან მობჯენილი და ცდილობდნენ, გზა გაეკვლიათ ბირთვული ბომბისკენ, ამან თითქმის იმუშავა ობამას დროს და ეს საშინელი შეთანხმება იყო. ისინი აჭიანურებდნენ დროს, ცდილობდნენ დროის მოგებას, რათა გადაეტვირთათ სარაკეტო მარაგები და განეახლებინათ ბირთვული ამბიციები. ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ხალხი ისარგებლებს ამ შესაძლებლობის უპირატესობით. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, არ ვკარგავთ დროსა და სიცოცხლეებს“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.