პიტ ჰეგსეტი ნარკოკარტელთა წინააღმდეგ ისეთივე კამპანიას აანონსებს, როგორიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ ჰქონდა

14:14, 13.08.2026

აშშ-iს ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი ნარკოკარტელთა წინააღმდეგ ისეთივე კამპანიას აანონსებს, როგორიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ ჰქონდა, მათ შორის ტაქტიკისა და მიდგომების ნაწილში.

ამის შესახებ ჰეგსეტმა პანამაში განაცხადა, სადაც საწვრთნელ პროგრამას დაესწრო.

მისი თქმით, ნებისმიერი კარტელური დაჯგუფება, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, სამიზნედ იქცევა.

„როგორც იხილეთ დარტყმები ნარკოტიკული საშუალებების გადამტანი ნავების წინააღმდეგ, ისეთივე ეფექტი იქნება ხმელეთზეც. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეკვადორთან, კოლუმბიასთან, პარტნიორებთან, რათა ნარკოორგანიზაციებს ბრძოლა ხმელეთზეც გავუმართოთ.  ყველგან, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობთ ან საფრთხეს უქმნით ამერიკელ ხალხს ან ჩვენს პარტნიორებს, თქვენ ხართ ისეთივე სამიზნე, როგორც „ისლამური სახელმწიფო“ ან „ალ-ქაიდა“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მსგავსი