პიტ ჰეგსეტი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ესტონელ კოლეგასთან, რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია
რუსული ავიაგამანადგურებლების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, ჰანო პევკურთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ ომის დეპარტამენტი მხარს უჭერს ნატო-ს ყველა მოკავშირეს და აღნიშნა, რომ ნატო-ს საჰაერო სივრცეში ნებისმიერი შეჭრა მიუღებელია. ჰეგსეტმა შეაქო ევროპელი მოკავშირეების საჰაერო თავდაცვის სწრაფი რეაგირება და აღნიშნა, რომ ამან აჩვენა, რომ ნატო საუკეთესო ფორმაშია, მზადაა და ორიენტირებულია თავის ძირითად მისიაზე“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, როგორც ჰეგსეტი სოციალურ ქსელში წერს, ომის დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს.
„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ჩემს ესტონელ კოლეგასთან. რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია. ომის დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს“, – წერს პიტ ჰეგსეტი.