პიტ ჰეგსეტი მინესოტაში მკვლელობას ეხმაურება და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს მხარდაჭერას უცხადებს
პიტ ჰეგსეტი მინესოტაში მკვლელობას ეხმაურება და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE) მხარდაჭერას უცხადებს.

„მადლობა ღმერთს ICE-ს პატრიოტებისთვის – ჩვენ 100%-ით გიჭერთ მხარს. თქვენ ქვეყანას იხსნით. სირცხვილი მინესოტის ხელმძღვანელობას და ქუჩაში გამოსულ გიჟებს. ICE > MN (მინესოტა)“, – დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, ჰეგსეტი პოსტსაც აზიარებს, სადაც განმარტებულია, თუ როგორ უნდა „აირიდო თავიდან“ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტები.

„როგორ უნდა „აირიდო თავიდან“ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტები: 1. არ იყოთ აქ (აშშ-ში) არალეგალურად; 2. არ დაესხათ თავს ICE-ს აგენტებს; 3. დაემორჩილეთ ფედერალურ და სახელმწიფო კანონებს“, – წერის პოსტში აშშ-ის ომის მდივანი.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი.