პიტ ჰეგსეტი კალიფორნიის გუბერნატორს პასუხობს - გიჟური სამართალდამცველებზე თავდასხმის უფლების მიცემაა, მშვიდობიანი პროტესტისთვის ბევრი ადგილია, ნული ტოლერანტობა ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას
პიტ ჰეგსეტი კალიფორნიის გუბერნატორს პასუხობს - გიჟური სამართალდამცველებზე თავდასხმის უფლების მიცემაა, მშვიდობიანი პროტესტისთვის ბევრი ადგილია, ნული ტოლერანტობა ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას

აშშ-ის თავდაცვის მდივანი სოციალურ ქსელში კალიფორნიის გუბერნატორის ერთ-ერთ პოსტს ეხმაურება.

კერძოდ, პიტ ჰეგსეტი აზიარებს კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის პოსტს, სადაც ნიუსომი წერს, რომ თავდაცვის მდივანის მუქარა საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიგიჟეა.

„გიჟური თქვენი ქალაქის გადაწვის და სამართალდამცველებზე თავდასხმის უფლების მიცემაა. მშვიდობიანი პროტესტისთვის ადგილი ბევრია, მაგრამ ნული ტოლერანტობა ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. ეროვნული გვარდია და საზღვაო ქვეითები, თუ საჭირო იქნება, მიგრაციისა და საბაჟო სამსახურის მხარეს იდგებიან“, – წერს ჰეგსეტი „იქსზე“.