ჰიტ ჰეგსეტი - ირანისა და აშშ-ის შეთანხმება ძალის შედეგად გაჩნდა, ირანი ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდა, რომ იძულებული იყვნენ, მაგიდასთან მოსულიყვნენ და ეს გაეკეთებინათ
ამ შეთანხმებას სხვებისგან რაც გამოარჩევს, არის ის, რომ ძალის შედეგად გაჩნდა, ამერიკის ქმედებების შედეგად, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჰიტ ჰეგსეტმა ირანისა და აშშ-ის ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით განაცხადა.
„ირანის ბირთვული შეთანხმება ბევრი ხვეწნისა და საუბრის შემდეგ შედგა. ეს შეთანხმება კი გაჩნდა თვეების დაბომბვისა და გაურღვეველი ბლოკადის შედეგად. ირანი ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ იძულებული იყვნენ, მაგიდასთან მოსულიყვნენ და ეს გაეკეთებინათ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ომის დეპარტამენტი მზადაა, ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყოს მოქმედება თავიდან, თუმცა ისურვებდა, ეს საჭირო არ გახდეს.
„ბლოკადა სრულად როცა მოიხსნება, ჩვენ უკან დავიხევთ და ნებას მივცემთ კომერციულ გემებს, გავიდნენ. ირანი თუ არ დაემორჩილება, მაშინ შეგვიძლია, ხელახლა დავაწესოთ მკაცრი ბლოკადა. დიდი ხანია, ამ რეგიონში გვაქვს ბაზები. მათი დიდი ნაწილი უცვლელი დარჩება“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ოფიციალურად შეთანხმება არ გამოქვეყნებულა, თუმცა შეთანხმების პუნქტები გუშინ დასავლურმა მედიამ გაავრცელა.