პიტ ჰეგსეტი - დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება
პიტ ჰეგსეტი - დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნები იგივე რჩება: ირანის სარაკეტო შეიარაღების, სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურება, ასევე, ქვეყნის ბირთვული პოტენციალის სამუდამოდ განეიტრალება.

ჰეგსეტის თქმით, შეერთებული შტატები მტერს ანადგურებს „საკუთარი ვადების დაცვით და არჩევანის მიხედვით“.

„დღეს, კიდევ ერთხელ, ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა. დაზვერვის მონაცემები კი ყველაზე ზუსტი და სრულყოფილია“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ომის დაწყებიდან ყველაზე მცირე რაოდენობის რაკეტა გაისროლა.

პიტ ჰეგსეტის თქმით, ირანი მარტო დარჩა და საშინლად მარცხდება.

„მოლები დაბნეული და შეშინებული არიან, როგორც ტერორისტები. ისინი სკოლებიდან და საავადმყოფოებიდან ისვრიან რაკეტებს, განზრახ ესხმიან თავს უდანაშაულო მოქალაქეებს, რადგან იციან, რომ მათი არმია სისტემატურად ნადგურდება. მათი მარიონეტები – „ჰეზბოლა“, „ჰუსიტები“ და „ჰამასი“ – განადგურებული, არაეფექტური არიან, ან გვერდზე გადგნენ. ირანი მარტო დარჩა და საშინლად მარცხდებიან. ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მეათე დღეს ჩვენ ვიმარჯვებთ. მიზნები იგივეა, რაც პირველი ბრიფინგის დღეს. ისინი მარტივია და ჩვენ სიზუსტით ვასრულებთ მათ. პირველი მიზანი მათი სარაკეტო მარაგების, სარაკეტო გამშვები დანადგარების და სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურებაა. მეორე მიზანია მათი საზღვაო ძალების განადგურება. მესამე მიზანია, ირანს საბოლოოდ აეკრძალოს ბირთვული იარაღის შეძენა. არ შევჩერდებით, ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.