პიტ ჰეგსეტი – აშშ-ის სამხედროებმა გაანადგურეს ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული ოთხი ნავი

18:29, 28.10.2025

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა გაანადგურეს ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული ოთხი ნავი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.

მისი თქმით, წყნარ ოკეანეში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ერთი პირი მექსიკის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.

ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტიკებით გადაზიდვაში ჩართულ პირებზე თავდასხმები სექტემბერში წამოიწყო. ჯამში, ამ იერიშების შედეგად უკვე 51 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით წამოწყებული კამპანიის გამო აშშ-ის ურთიერთობები დაძაბულია როგორც კოლუმბიასთან, ისე ვენესუელასთან.

მსგავსი