პიტ ჰეგსეტი - აშშ-ის სამხედროები მზად იქნებიან, განახორციელონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მიიღებს
აშშ-ის სამხედროები მზად იქნებიან, განახორციელონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მიიღებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ვეღარ შეეცდება, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დონალდ ტრამპს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების შექმნის საშუალება ჰქონდეს.
„მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული შესაძლებლობების შექმნის საშუალება. ჩვენ მზად ვიქნებით, შევასრულოთ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ომის დეპარტამენტისგან მოელის“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია, დაარტყას თუ არა ირანს. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black-ი რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდსა და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.