პიტ ჰეგსეტი – აშშ-ის სამხედრო ძალებს საკმარისი რესურსები აქვთ ირანის საზღვაო ბლოკადის განუსაზღვრელი ვადით შესანარჩუნებლად
აშშ-ის სამხედრო ძალებს საკმარისი რესურსები აქვთ ირანის საზღვაო ბლოკადის განუსაზღვრელი ვადით შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პანამაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, სრუტე მუდმივად ბლოკადაში ჰქონდეს და ამას გემების როტაციის პრინციპით ჩანაცვლებით მარტივად განახორციელებს.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებული ცუდი პირობების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „სრულიად დამახინჯებულია“.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა გემს, ყველა ეკიპაჟს, ყველა კაპიტანს ჰქონდეს ყველაფერი, რისი უზრუნველყოფაც შეგვიძლია ყოველ მომენტში. ზოგიერთი განლაგება უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვებს და მე უფრო მეტ პატივს და მადლიერებას ვიჩენ ამ მეზღვაურების მიმართ, ვიდრე ნებისმიერი სხვის მიმართ. ის, რასაც ისინი აკეთებენ ამ ღია ზღვაში ამ მკაცრ პირობებში, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ჰეგსეტმა.