პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანის მიმართულებით ძლიერი დარტყმები განხორციელდება, თუ თეირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანის მიმართულებით ძლიერი დარტყმები განხორციელდება, თუ თეირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის მიმართულებით ძლიერი დარტყმები განხორციელდება, თუ თეირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„ჩვენ ზუსტად იმ შედეგზე ვართ ორიენტირებული, რასაც პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის სახელით ითხოვს. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, თუ ისინი შეთანხმებაზე უარს იტყვიან, ძლიერად დავარტყამთ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რის გამოც საფასურს გადაიხდის.