პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთი გემი დაბომბეს, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკები გადაჰქონდა
პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთი ნავი დაბომბეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში წერს.
ჰეგსეტის განცხადებით, ნავზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
„ნარკოტერორისტებს, რომელთაც ჩვენს ნაპირებზე შხამი შემოაქვთ, ჩვენს ნახევარსფეროში უსაფრთხო თავშესაფარი არ ექნებათ. ისევე, როგორც ალ-ქაიდა აწარმოებდა ომს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, ეს კარტელებიც ომს აწარმოებენ ჩვენი საზღვრისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მათ არც თავშესაფარს მივცემთ და არც ვაპატიებთ. მხოლოდ სამართლიანობა იქნება“, – წერს ჰეგსეტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2 სექტემბრის შემდეგ ეს უკვე მერვე დარტყმაა იმ ნავებზე, რომელთაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
Yesterday, at the direction of President Trump, the Department of War conducted a lethal kinetic strike on a vessel being operated by a Designated Terrorist Organization and conducting narco-trafficking in the Eastern Pacific.
The vessel was known by our intelligence to be… pic.twitter.com/BayDhUZ4Ac
— Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) October 22, 2025