პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვის აუზში ნარკომოვაჭრეების გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი მამაკაცი დაიღუპა
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვის აუზში ნარკომოვაჭრეების გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი მამაკაცი დაიღუპა

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვის აუზში ნარკომოვაჭრეების გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი მამაკაცი დაიღუპა.

როგორც ჰეგსეტი წერს, თავდასხმა საერთაშორისო წყლებში განხორციელდა და ოპერაციის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

„დღეს, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ომის დეპარტამენტმა სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა ნარკოტიკებით მოვაჭრე კიდევ ერთ გემზე, რომელსაც კარიბის ზღვის აუზში ტერორისტული ორგანიზაცია (DTO) მართავდა. ეს გემი, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი დაზვერვისთვის ცნობილი იყო, როგორც ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში ჩართული, ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმის დროს, რომელიც საერთაშორისო წყლებში განხორციელდა, გემზე სამი მამაკაცი იმყოფებოდა. სამივე ტერორისტი მოკლეს და ამ დარტყმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. ამ ნარკოტერორისტებს ჩვენს სანაპიროებზე ნარკოტიკები შემოაქვთ, რათა ამერიკელები სახლში მოწამლონ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. დეპარტამენტი მათ ზუსტად ისე მოეპყრობა, როგორც „ალ-ქაიდას“ ვექცეოდით. ჩვენ გავაგრძელებთ თვალყურის დევნებას, მათ რუკაზე დატანას, მათზე ნადირობას და მათ მოკვლას“, – წერს ჰეგსეტი.