პისტორიუსის საპატიმრო ვადა 7 წლით გაიზარდა
პისტორიუსის საპატიმრო ვადა 7 წლით გაიზარდა

სამხრეთ აფრიკის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის აპელაცია ამპუტანტი მძლეოსანის, ოსკარ პისტორიუსის განაჩენზე. სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ცნობილი მორბენლის პატიმრობის ვადა ექვსი წლიდან 13 წლამდე და 5 თვემდე გაიზარდა.

პისტორიუსი გასამართლებულია თავისი შეყვარებულის, ყოფილი მოდელის რევა სტენკამპის მკვლელობისთვის.

ტრაგედია მძლეოსნის სახლში 2013 წლის 14 თებერვალს მოხდა. პისტორუსმა რამდენჯერმე გაისროლა ტუალეტის დახურული კარის მიმართულებით, რომლის მეორე მხარეს სტენკამპი იმყოფებოდა. ქალი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სასამართლოში პისტორიუსი აცხადებდა, შეყვარებული მძარცველად აღიქვა და ამის გამო ესროლა, მაგრამ მისი არგუმენტები სასამართლომ არ მიიღო.