პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ

07:29, 01.03.2021

პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.

ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით პისიარტესტის ნეგატიური პასუხით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ, დღეიდან, პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.

ამასთან, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ნარჩუნდება ამ დრომდე მოქმედი რეჟიმი.

მსგავსი