პირველი ტაიმი დასრულდა - საქართველო ესპანეთს 12-5 ამარცხებს
პირველი ტაიმი დასრულდა - საქართველო ესპანეთს 12-5 ამარცხებს

ავჭალის სტადიონზე დასრულდა საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის პირველი ტაიმი, რომელიც ჩვენმა მორაგბეებმა 12-5 მოიგეს.

ბორჯღალოსნებს ანგარიშის გახსნა მერვე წუთზე შეეძლოთ, თუმცა თედო აბჟანდაძის დარტყმული ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა.

პირველი ლელო კი ქართველებმა მე-14 წუთზე დადეს, როდესაც მეტოქის ჩათვლის მოედანი დავით გიგაურმა აიღო. ამჯერად თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩვენი ნაკრები 7-0 დაწინაურდა.

მატჩის 23-ე წუთზე ესპანელებმა საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს, ეს სტივ ბარნსმა გააკეთა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 7-5 გახდა.

ქართველების მეორე ლელო 31-ე წუთზე დაიდო. ამჯერად ლევან ჩილაჩავამ იყოჩაღა და გუნდები შესვენაბაზე ანგარიშით 12-5 გავიდნენ.