პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთს ამარცხებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ბელგრადში სერბეთის წინააღმდეგ მართავს. ორივე გუნდს ევრობასკეტზე მოხვედრა გარანტირებული აქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიზანს ბოლოსწინა ტურში დანიასთან თბილისური გამარჯვებით მიაღწია.
შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა ლიდერებს, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს. ისინი გუნდს სერბეთში აღარ გაჰყვნენ. ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს და ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
უმთავრესად დაცვაში კარგი თამაშის წყალობით პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო 31:27-ს იგებს.
საწყისი 20 წუთის შემდეგ 12 ქულით ბომბარდირია დუდა სანაძე, რომელსად 3-დან 2 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. 9 ქულა აქვს ბექა ბურჯანაძეს.