პირველი ტაიმის შემდეგ „საბურთალო“ „შერიფთან“ ანგარიშით 3:0 მარცხდება | ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ მოლდოვურ „შერიფს“ დაუპირისპირდა. თბილისურმა კლუბმა გასვლაზე მატჩი ანგარიშით 3:0 მოიგო და თითქოს მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის პირველ 11 წუთში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
„შერიფმა“ მასპინძლებს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა და სწრაფი გოლი „საბურთალოს“ ლირიდონ ლატიფიმ, მესამე წუთზევე გაუტანა. ხუთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს სახიფათოდ და მარგველაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. „საბურთალოს“ შოკიდან გამოსვლა აშკარად გაუჭირდა და მე-11 წუთზე მესამე გოლიც მიიღო. ამჯერად თავი რობერტ ტამბემ გამოიჩინა.
მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ – 3:0-ია, ხოლო ორი მატჩის ჯამში კი ფრე – 3:3 ფიქსირდება. დაპირისპირების მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.