პირველი სუპერმარკეტი Amazon-ისგან სალაროს გარეშე
პირველი სუპერმარკეტი Amazon-ისგან სალაროს გარეშე

Amazon Go – პირველი სუპერმარკეტი ონლაინ გაყიდვების გიგანტისგან, სადაც პროდუქტების შეძენა სალაროს რიგისთვის გვერდის ავლით, პირდაპირ ტელეფონის აპლიკაციით არის შესაძლებელი. მაღაზია აშშ-ის ქალაქ სიეტლში მდებარეობს. პროდუქტების შესაძენად, მომხმარებელმა ტელეფონში საგანგებოდ შექმნილი აპლიკაცია უნდა გადმოტვირთოს და მაღაზიაში შესვლა სპეციალურ სკანერზე ტელეფონის გატარებით დააფიქსიროს. დახლზე განთავსებული სენსორები, პროდუქტების წონასა და ღირებულებას განსაზღვრავენ.

კალათში მოთავსების შემდეგ კი ტელეფონში არჩეული პროდუქტების ჩამონათვალი აისახება. მომხმარებელი მაღაზიის დატოვებისას ტელეფონს კიდევ ერთხელ ატარებს სკანერზე, შედეგად ნავაჭრის საბოლოო ღირებულება მომხმარებლის Amazon-ის ანგარიშიდან ჩამოიჭრება.

Amazon-ი პირველი არ არის ვინც, მსგავსი ტექნოლოგია დანერგა. ორი წლის წინ, შვედეთის პატარა სოფელში 39 წლის IT სპეციალისტმა, მობილური ტელეფონისთვის სპეციალური პროგრამა დაწერა და 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი მაღაზია გახსნა, სადაც არც მოლარეები არიან და არც კონსულტანტები.