პირველი სენსაცია მსოფლიო თასზე - ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა | იაპონია 2019
პირველი სენსაცია მსოფლიო თასზე - ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა – D ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულმა ურუგვაიმ ფიჯის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და პირველი ქულები აიღო.

პირველ ტაიმში სამხრეთამერიკელებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და 24-12 მოიგეს. მეორე ნახევარში ოკეანელებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს და ორი ლელოთი ანგარიშიც შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში ურუგვაიმ ორი ჯარიმა გაიტანა და, მიუხედავად ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელოს გაშვებისა, მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო – 30-27.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში საქართველოს ნაკრებიც გამოდის, რომელიც 29 სექტემბერს ურუგვაის დაუპირისპირდება.