პირველი სენსაცია ავსტრალიაში - ჯონ ისნერმა 47 ეისი ჩააწოდა და წააგო
პირველი სენსაცია ავსტრალიაში - ჯონ ისნერმა 47 ეისი ჩააწოდა და წააგო

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა – ტურნირს გამოეთიშა მეცხრე ნომერი ჯონ ისნერი, რომელიც თავის ნაკლებად ცნობილ თანამემამულესთან, რაილი ოპელკასთან დამარცხდა.

პირველმა ორმა სეტმა ბრეიკ-პოინტების გარეშე ჩაიარა, მესამეში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ოპელკას ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეოთხეში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს. საბოლოოდ, ოთხივე პარტიაში ტაი-ბრეიკი გათამაშდა და 21 წლის ოპელკა თავის თანამემამულეზე უფრო იღბლიანი აღმოჩნდა – 7:6(4), 7:6(6), 6:7(4), 7:6(5).

შეხვედრა ზუსტად სამი საათი გაგრძელდა. ჩოგბურთელებმა 87 ეისი ჩააწოდეს, აქედან 40 ოპელკასი იყო, 47 – ისნერის.

მამაკაცთა ბადეში აქამდე დასრულებული მატჩების შედეგები

ალბოტი (მოლ)-მო (აშშ) 3:6, 6:3, 6:4, 6:2
ვერდასკო (ესპ, 26)-კეჩმანოვიჩი (სერ) 7:6(5), 6:3, 6:3
ციციპასი (საბ, 14)-ბერეტინი (იტა) 6:7(3), 6:4, 6:3, 7:6(4)
ტრავალია (იტა)-ანდრეოცი (არგ) 6:7(3), 6:2, 6:3, 6:2
ბასილაშვილი (საქ, 19)-იუბენქსი (აშშ) 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3
ანდერსონი (ს. აფრ, 5)-მანარინო (საფ) 6:3, 57, 6:2, 6:1
ტიაფო (აშშ)-გუნესვარანი (ინდ) 7:6(7), 6:3, 6:3
დიმიტროვი (ბულ,20)-ტიპსარევიჩი (სერ) 4:6, 6:3, 6:1, 6:4
კუევასი (ურუ)-ლაიოვიჩი (სერ) 6:4, 7:5, 6:1
ფაბიანო (იტა)-კუბლერი (ავსტრა) 6:4, 7:6(1), 2:6, 6:3
ოპელკა (აშშ)-ისნერი (აშშ, 9) 7:6(4), 7:6(6), 6:7(4), 7:6(5)
ჰაასე (ჰოლ)-გარსია ლოპესი (ესპ) 7:5, 6:4, 7:5
შვარცმანი (არგ, 18)-მოლეკერი (გერ) 6:1, 6:3, 4:6, 6:0
დე მინორი (ავსტრა, 27)-პედრო სოუზა (პორ) 6:4, 7:5, 6:4
ნადალი (ესპ, 2)-დაკუორტი (ავსტრა) 6:4, 6:3, 7:5