პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ხვალ შესაძლოა, ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ხვალ შესაძლოა, ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ხვალ შესაძლოა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვოს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

კლინიკაში ამჟამად ცხრა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის, ხუთი ჩვილია, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.