პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტისთვის ემზადებიან [ფოტო]
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტისთვის ემზადებიან [ფოტო]

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

გალა-კონცერტის სცენა 3 სივრცისგან შედგება. ცენტრალურ სცენაზე ქართული შოუ-ბიზნესი წარმომადგენლები იმღერებენ. მეორე სცენაზე ასევე ქართველი მომღერლები იქნებიან, რომლებიც საშობაო სიმღერებს შეასრულებენ. მესამე სცენაზე კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მელოდიებს, მათ შორის ქართული კინომუსიკიდანაც შეასრულებს.

საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება და ოთხი საათის განმავლობაში სამივე სცენაზე 200-მდე შემსრულებელი გამოვა. ახალი წლის ღამეს გალაკონცერტზე იმღერებენ: NEW YORK VOICES, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, „ვერნისაჟი“, გვანცა ზაქარეიშვილი, დუეტი „ჯორჯია“, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი,“TheQuintessence”, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, აჩიკო მეფარიძე, ანა დოი, მაია ბარათაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ნუცა შანშიაშვილი, ოთო ნემსაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, თემო საჯაია, ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, თამთა ჭელიძე, ირმა სოხაძე, ნუკრი კაპანაძე, მაია კაჭკაჭიშვილი, „ძვალი“, ელენე ფოჩხუა, დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ეკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, ლიზა ყენია, მარიკო ებრალიძე, ნინა სუბლატი, ცისანა სეფიაშვილი, „ქუჩის ბიჭები“, ქეთი ორჯონიკიძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე და TeenClub. საახალწლო ღონისძიების წამყვანები ბუბა გოგორიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ლიზა წიკლაური, ირაკლი გაფრინდაშვილი, სალომე გოგიაშვილი და ნიკა ნანიტაშვილი იქნებიან.

წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი