პირველი ქართული ლელო ახალ წელს - შვანგირაძემ „ლიონს“ მოაგებინა, საღინაძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) 2025 წელს პირველი ტური ჩატარდა და ის ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული გამოდგა.

„ლიონმა“ „პერპინიანი“ 17:12 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პირველი ლელო ქართველმა ბექა შვანგირაძემ დადო, თავისი გუნდი 5:3 დააწინაურა და აქედან მოყოლებული „ლიონს“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი იყო – შვანგირაძესთან ერთად სასტარტოში ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი იყვნენ, შვანგირაძემ და ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, საღინაძე კი 52-ე წუთზე შეცვლეს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბექა საღინაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

შვანგირაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.