პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2020 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის პირველ ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„მთლიანობაში კი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 8 520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია, მათ შორის 6 362 მამაკაცია და 2 158 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული“,- აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3 111) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.1% (4 181) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0% (1 031) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6% (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 169 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1 168; შემდეგ იმერეთში 1 020; აჭარაში 974; აფხაზეთში (529); კახეთში (427) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (316); გურიაში (181); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან;

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან ერთი – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – ოთხი; დაუდგენელი – ორი“,- ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი