პირველი მოგება ეროვნულ ლიგაში - „თელავმა“ „სამტრედია“ დაამარცხა
პირველი მოგება ეროვნულ ლიგაში - „თელავმა“ „სამტრედია“ დაამარცხა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-4 ტურის მორიგი მატჩი თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა – „თელავმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ეროვნულ ლიგაში წლეულს დაბრუნებული გუნდების შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ, თელაველთა უპირატესობა და უკეთესი თამაში გამოიკვეთა.

საწყის 22 წუთში სამი გოლი გავიდა: თელაველთა მცველმა ილია ბერიაშვილმა მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა მალე აღადგინეს: „თელავის“ კარში დანიშნული პენალტი ნიჯატ ყურბანოვმა ზუსტად შეასრულა 1:0.

მალე მეორე პენალტი დაინიშნა – ამჯერად, „სამტრედიას“ კარში, რომელიც ირაკლი რუხაძემ გამოიყენა და თავისიანები მეორედ დაააწინაურა. მეორე ტაიმის 54-ე წუთზე კი თორნიკე ძოწენიძემ „სამტრედიას“ კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „თელავის“ სასარგებლოდ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო.

საინტერესო დეტალია: მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე მაყურებლის დასწრება ჯერ არ არის დაშვებული, მთელი შეხვედრის განმავლობაში ისმოდა თელაველი გულშემატკივრების შეძახილები – ისინი სტადიონის გარშემო პერიმეტრზე იყვნენ შეკრებილები და საყვარელ გუნდის ქომაგობას მაინც ახერხებდნენ.

ოთხი ტურის შემდეგ „თელავმა“ 6 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე დაწინაურდა, „სამტრედია“ კი 4 ქულით ისევ მე-6 პოზიციაზეა.