პირველი მოგება 2020 წელს - „ტორპედოს“ მეპატრონე ახალ სპონსორს წარადგენს
პირველი მოგება 2020 წელს - „ტორპედოს“ მეპატრონე ახალ სპონსორს წარადგენს

სეზონის მოახლოებასთან ერთად, ქუთაისის „ტორპედო“ ფორმაში შედის, გუნდში კი ვითარება გვარდება – ამაზე გუნდის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე გამართული ბოლოს საკონტროლო შეხვედრა და ბოლო ინფორმაციები მეტყველებს.

ახალი მეპატრონის მისვლისა და ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედო“ ფეხბურთელებს დაჩქარებული ტემპით იმატებდა და შეუთამაშებლობა ეტყობოდა. ქუთაისელებმა პირველი საკონტროლო შეხვედრები ლიგა 2-ის და ლიგა3-ის გუნდებს ვერ მოუგეს. ახლა კი ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული თბილისის „მერანი“ 1:0 დაამარცხეს.

ეს ერთადერთი გოლი ოთარ კვერნაძემ პენალტით გაიტანა, რომელიც გუნდში ადრეც თამაშობდა, ახლა კი სინჯებზეა. გუნდში ივან ბობკომ ითამაშა – უკრაინელი შემტევი ნახევარმცველია და სავარაუდოდ, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

„ტორპედო“ – „მერანი“ 1:0

„ტორპედო“: ბულისკერია, მირცხულავა, კასრაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, მარკოვიჩი, ძარია, ჯანელიძე, ციცქიშვილი, ბობკო, ფანცულაია

შეცვლაზე შევიდნენ: ქაფიანიძე, ადამაძე, აბზიანიძე, აბულაძე, შარვაშიძე, იონანიძე, კვერნაძე, ბოჭორიშვილი

დღეს, 25 თებერვალს, 14:00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს” პრეზიდენტი ფაბიო მანინო მედიასა და გულშემატკივრებს შეხვდება და „ტორპედოს“ ახალ გენერალურ სპონსორს წარადგენს.